გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი სესიაშვილი: 2011 წლის 26 მაისი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შავი ლაქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში

26-05-2020


„26 მაისი არის დღე, როდერსაც ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებასა და აღდგენაში. ბევრი მათგანი, სამწუხაროდ, ამ ბრძოლას ტრაგიკულად შეეწირა“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში. მისი თქმით, ეს დღე თითოეული მოქალაქისთვის დიდ ზეიმად უნდა იქცეს.


„ბოლო წლებში, როცა „ქართული ოცნება“ მართავს ქვეყანას, აშკარაა სტაბილურობა. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ნეგატიურ მოვლენას, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა მშვიდ ვითარებაში ვითარდება. ჩვენთან დღეს ძალიან მაღალია მშვიდობისა და უსაფრთხოების კოეფიციენტი, რაც საწინდარია იმისა, რომ მოსახლეობამ და ქვეყანამ მეტი დრო დაუთმოს ისეთ ზეიმს, როგორიც დამოუკიდებლობის დღეა“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით, წლევანდელი ზეიმი პანდემიის პირობებში ვერ აღინიშნა, თუმცა მომავალ წელს ქვეყანა უკვე 30 წლის საიუბილეო თარიღს განსაკუთრებულად აღნიშნავს.


„ 2011 წლის 26 მაისს როცა ვიხსენებ, ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შავი ლაქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მთელ საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოებას პირდაპირ ეთერში გვაყურებინეს, პატარა სახელმწიფოში ხელისუფლება როგორ სასტიკად უსწორდებოდა ადამიანებს, რომელთაც მართალია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ, მაგრამ მათაც უკეთესი ქვეყანა სურთ. ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლების ერთგვარი გზავნილი, რომ ყველას სასტიკად გაუსწორდებოდა. ჩვენ კონკრეტული ფაქტები გვაქვს, როგორ ხდებოდა ადამიანების მიზანმიმართული დასახიჩრება, დასისხლიანება, მიწაზე დაყრა. სამწუხაროდ, 2 ადამიანი დაიღუპა. დიდი ეჭვი არსებობს, რომ აქაც გაყალბება მოხდა, როცა ჩვენი თანამოქალაქის 2 გვამი სადღაც „ბუტკის“ თავზე შემოდეს და რაღაცები შეთხზეს. საბედნიეროდ, ასეთი ხელისუფლების მმართველობას პასუხი გაეცა, როცა ხალხმა გააკეთა არჩევანი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​