გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

იყრის თუ არა ხელმეორედ კენჭს პრეზიდენტობაზე გიორგი მარგველაშვილი

27-05-2020

ეს ძალიან დიდი პატივია, მაგრამ ისეთი ტკივილია, რომლის გადატანა მოგინდება თუ არ მოგინდება ძალიან რთული საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე იყრის თუ არა ხელმეორედ კენჭს პრეზიდენტობაზე, მარგველაშვილი პასუხობს: „გააჩნია რა კონსტიტუცია იქნება“.


 

„არ ვიცი, გააჩნია რა კონსტიტუცია იქნება. ის მდგომარეობა, რომელშიც ვიყავი ვხედავდი ამდენ გაჭირვებას და მე ხელში არაფერი არ მეჭირა და ეს 5 წელიწადი ამ ტკივილში იყო, რომ ყოველ დღე, ამდენ ინფორმაციას იგებ ამდენი გაჭირვების შესახებ და არანაირი რესურსი არ გქონდეს, რომ ამ ადამიანებს დაეხმარო“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

პრაიმტაიმი