გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა

27-05-2020

ქალაქ ონში, აგრარული ბაზრის შიდა და გარე ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაზრის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად, იცავენ სათანადო დისტანციას და საჭირო წესებს.

აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მისულ მოქალაქეებს დღეს ადმინისტრაცია სადეზინფექციო საშუალებებით მომარაგებული დახვდა. ასევე ჩატარდა მასობრივი თერმოსკრინინგი.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, მერის წარმომადგენელთან ქალაქ ონში, ლევან შერაზადიშვილთან ერთად, იმყოფებოდა აგრარულ ბაზარში და ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას.

როგორც ონის მერიაში აცხადებენ, ბაზრის მომსახურების წესის და ჰიგიენის დაცვის კონტროლის მიზნით მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.