გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში

22-02-2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია, მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს სტუმრობს.  ვიზიტის მიზანს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო სილეზიას შორის 2018 წლის თანამშრომლობის გეგმის განხილვა და ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციას პოლონეთის რესპუბლიკაში წარმოადგენენ  აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერიძე.
აჭარის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში ქვემო სილეზიის ეკონომიკური თანამშრომლობის სააგენტოში, DAWG-ში ვიზიტით დაიწყო. სააგენტოს პრეზიდენტთან ჰუბერტ პაპაჟთან შეხვედრის შემდეგ, აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც DAWG-ის წარმომადგენლები, საქართველო-პოლონეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი- სტანისლავ რაზნიევსკი, საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი- კაროლ პრზივარა, პროტოკოლის განყოფილების უფროსი- ალექსანდრა მიროვსკა და საქართველოს ელჩი პოლონეთში-ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ. 
პრეზენტაცია აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ  აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ გამართა.  პრეზენტაციის შემდეგ მასპინძლებს აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ  მიმართა სიტყვით და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რაც ჩვენს რეგიონს გააჩნია. ზურაბ პატარაძემ ასევე განიხილა საერთო, ქართულ-პოლონური ეკონომიკური პროექტები. აღსანიშნავია, რომ აჭარაში 6 პოლონური კომპანია ფუნქციონირებს. ,,დინამიურად ვითარდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კულტურულ-ჰუმანიტარულ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში. თუმცა, ვფიქრობ, არსებული პოტენციალი უფრო მეტის შესაძლებლობას იძლევა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. წარმატებულია თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე. სისტემატურად იმართება ბიზნეს და ტურისტული ფორუმები, რომლებშიც ჩვენი რეგიონები აქტიურად იღებენ მონაწილეობას. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წლის 3-5 აპრილს, ქვ. სილეზიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ქ. ბათუმში აჭარა-ქვემო სილეზიის ბიზნეს ვორკშოპი გაიმართება. აქტიურია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა: სისტემატიურად იმართება ფრენები თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან ვარშავის მიმართულებით. მისასალმებელია, რომ მარტის ბოლოდან დაინიშნება პირდაპირი რეისები ქუთაისიდან ვროცლავსა და კატოვიცეში“-აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ბათუმის პორტის მნიშვნელობასა და პოტენციალზე ტვირთების გადაზიდვის საკითხში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთბრუნვასა და სატრანსპორტო გადაადგილების მაჩვენებლებს. შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ მზადყოფნა გამოთქვა პირადად ჩაერთოს ქართველი და პოლონელი ბიზნესმენების უფრო დაახლოვების საქმეში, - „ეს ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს და საქმიანი წრეების კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას და კიდევ უფრო მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელებას ჩვენს რეგიონში,“ - აღნიშნა აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ. 
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ქვედა სილეზიის მარშალთან ცეზარ პრზიბილსკისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ასევე, გაიმართება ქვედა სილეზიის ჟურნალისტების მიერ აჭარის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია. დელეგაცია საერთაშორისო ტურიზმის გამოფენასაც დაესწრება.