გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ეს უნდა იცოდეთ! ღირს თუ არა საბანკო ვალდებულების კიდევ სამი თვით გადავადება – სპეციალისტი გირჩევთ

27-05-2020

რა სარგებელს ნახავენ მომხმარებლები და რა ფინანსური რისკები არსებობს სასესხო ვალდებულების კიდევ სამი თვით გადავადების შემთხვევაში ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პრაიმტაიმთან საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე საუბრობს.

 

„ის რაც ბანკებმა შესთავაზეს მომხმარებლებს ბევრი მათგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ თვეებში ისინი ვერ მოახერხებდნენ სესხის გადახდას და ეს შესაძლოა გამხდარიყო პრობლება, როგორც მსესხებლებისთვის ასევე საბანკო სექტორისთვისაც. ამიტომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი.

რაც შეეხება დამატებით საშეღავათო პერიოდს იგი არ შეეხება ყველას, აქ იქნება უფრო ინდივიდუალურად და გამოიყოფა ის ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ კორონაკრიზისის დროს და დღემდე ვერ აღიდგინეს შემოსავლები. სავარაუდოდ ეს იქნება ალბათ 150 000-დან 200 000-მდე ადამიანი.

 

თუ ადამიანს არ აქვს შემოსავალი და ამ თვეებში ვერ შეიტანს თანხას ჯობს რა თქმა უნდა გადაავადოს. უნდა მოხდეს ფინანსური რისკის გათვალისწინება.

 

ალბათ ბევრი ადამიანისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ეს სამი თვე და შემდგომ როდესაც შემოსავალი გაუჩნდებათ მოახერხონ მეტის შეტანა.

 

თუ დასაქმდა ადამიანი და გაუჩნდა შემოსავალი ალბათ ჯობს, რომ არ გადაავადოს მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ინდივიდუალურად.

3 თვიანი გადავადებით ბანკები მომხმარებლებს სთავაზობენ, რომ მოხდეს სესხის რესტრუქტურიზაცია, ანუ ვადის გაგრძელება.

 

ყველა შემთხვევაში ნებისმიერი ფინანსური გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად, ერთიანი მოჭრილი თარგი, რომ ყველასთვის კარგი იყოს ან ყველასთვის ცუდი ასე არ არსებობს.

 

გააჩნია სესხის ოდენობა, ვადას, რამდენ პროცენტში აქვს მომხმარებელს სესხი, რა ვადას დაუმატებენ. ყველა მომხმარებელმა ეს უნდა განიხილოს ინდივიდუალურად“, – ამბობს გიორგი კეპულაძე.

პრაიმტაიმი