27-05-2020
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად , ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მოინახულა.
ისტორიული მნიშვნელობის ძეგლამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობისთვის 595 000 ლარამდე დაიხარჯება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ თანადაფინასებით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში 100 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება, ხოლო 485 გრძივი მეტრი კი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება.
ინფრასტრუქტურული სამუშაო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება.
„ბოლნისის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. სექტემბრის ბოლოს სოფელ ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზა უკვე დასრულებული იქნება. ისტორიული მნიშვნელობის ძეგლამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობისთვის 595 000 ლარამდე დაიხარჯება. უნდა აღინიშნოს, რომ სამუშოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გზის უდიდეს ნაწილზე ადგილობრივი ბაზალტის ქვაფენილი დაიგება და ასევე გათვალისწინებულია ასფალტის საფარის მოწყობაც. სამუშაოები სწრაფი ტეპმით და ხარისხიანად მიმდინარეობს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.