23-02-2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მაჩაბელის ქუჩაზე, ე.წ. "საყოფაცხოვრებო სახლის" შენობაში, საგამოძიებო ღონისძიებას ახორციელებდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების ორი ეკიპაჟი. რა ხდებოდა საბილიარდოში ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის, "ინფო რუსთავი" საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ფაქტი დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
არსებული ინფორმაციით, საქმე პოკერის უკანონო თამაშს ეხება, თუმცა საბილიარდოში მყოფი პირები პირად საუბარში აცხადებდნენ, რომ შენობაში უკანონო არაფერი ხდებოდა. უარყოფენ იმ ფაქტს, რომ თამაში ფულზე მიმდინარეობდა. მათივე თქმით, აღნიშნულ ადგილზე მხოლოდ სპორტული პოკერის თამაშები იმართებოდა.