გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გახარია სალომე სამადაშვილს: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ, ამ ბოლო დროს, მოიპოვეთ ექსკლუზიური უფლება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის

27-05-2020


ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ, ამ ბოლო დროს, მოიპოვეთ ექსკლუზიური უფლება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სალომე სამადაშვილის კითხვას.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი ექსკლუზიური უფლება მას არ აქვს.

„ჩვენ, მათ შორის მეც, პირადად, უფრო მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მათთან. იმ ყველაფერთან ერთად, ასე გვარებს რომ ჩამოთვლით ხოლმე, თუ ობიექტურად შევაფასებთ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ ეს ადამიანები, პირველ რიგში, არიან საქართველოს მეგობრები და არა ნაციონალური მოძრაობის მეგობრები. შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც აქამდე ობიექტურად აფასებდნენ და მომავალშიც ობიექტურად შეაფასებენ კონკრეტულად იმ რვა მარტის შეთანხმებასაც. სულ მალე მოვა საკონსტიტუციო ცვლილებების დრო და იქაც ვნახავთ, აშკარად გამოჩნდება დარწმუნებული ვარ, ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს.