კვირა, მაისი 18, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
პრემიერი ნაცმოძრაობას: თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანი მილიარდებს ხარჯავდა და თქვენ იწერდით - ახლა მოდიხართ და მორალს მიკითხავთ

28-05-2020

თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანი მილიარდებს ხარჯავდა და თქვენ იწერდით - გამოდიოდით და ამბობდით, რომ პატრულს ამდენი მანქანა ჰყავს, ამას ჩავაცვით, ამას დავახურეთ... ახლა თქვენ მოდიხართ და მორალს მიკითხავთ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ოპოზიციის მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ დასმულ შეკითხვას.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ფონდში ჩარიცხული დახმარება კეთილი ნებაა და მთავრობა ამას გამოიყენებს.

„რეალურად დღეს მიმდინარე სახაზინო ხარჯების ნაწილში, საქართველოს მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ პრობლემა არ გვაქვს. ეს გადმორიცხული დახმარება, თითოეული ადამიანის კეთილი ნება იყო და ამ კეთილ ნებას გამოვიყენებთ. მივხედავთ ჩვენ ყველას. ამ სახსრებსაც გამოვიყენებთ იქ, სადაც საჭიროა და სხვა სახსრებსაც მოვიძიებთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.