28-05-2020
ქალაქ ბოლნისში, რევაზ ლაღიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს ქუჩაში არსებული სანიაღვრე ქსელის პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართეს. წვიმიან ამინდში ქუჩის გარკვეული მონაკვეთი წყლით იტბორება, რაც მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნის.
დავით შერაზადიშვილი, დღეს სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას პრობლემის შესახებ გაესაუბრა.
ვინაიდან კაპიტალური სამუშაოები სახვადასხვა აუცილებელ პროცედურას მოითხოვს,მერის გადაწყვეტილებით, პრობლემის დროებით მოგვარების მიზნით, ამ ეტაპზე დროებითი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, შემდგომ კი ქსელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.