გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ავსტრიული წარმოების სალიანდაგო მანქანებს კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა

28-05-2020


საკმაოდ მოკლე დროში ეფექტურად ვიმუშავეთ და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს, მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის, ასევე თბილისის მერიას და სექტორს.

„ეს უაღრესად მნიშნველოვანი ნაბიჯია. შეიძლება ეს არ არის იდეალური, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი განვითარების დონისთვის ეს არის ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯი, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს. იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე არიან შესული იპოთეკურ სესხებში, რომლებიც მომავალში შევლენ, ჩვენს დევნილებს და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ სექტორში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რაც არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ახლა უკვე ვფიქრობთ, რომ რა იქნება შემდეგი ანტიკრიზისული გეგმა და ეს იქნება, ალბათ, ჯანდაცვა. ჯანდაცვის სისტემაც არის ის სისტემაც, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.