გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თეა წულუკიანი: გიგა ბოკერიას ჩემს დანახვაზე ბნედა ემართება

28-05-2020

გიგა ბოკერიასგან უჩვეულო არ არის ასეთი მასკარადი, როდესაც მე მხედავს, ემართება ბნედა, პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

წულუკიანის თქმით, გიგა ბოკერია საკუთარ პოლიტიკურ პარტიას ბნელეთისკენ მიაქანებს.

„მოვისმინე გიგა ბოკერიას სიტყვა ჩემთან დაკავშირებით. მინდა ვთქვა, რომ ხმამაღლა იყო დაწერილი მისი სიტყვა და ასევე მინდა დავძინო, რომ არ არის მისგან უჩვეულო ასეთი მასკარადი, განსაკუთრებით, როდესაც მე მხედავს, ემართება ბნედა, პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ.

დანანებით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას იმის გამო, რომ დღეს მისი პოლიტიკური პარტია, ესენი არ იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილი „ნაციონალები“, ესენი იყვნენ ვითომ გასუფთავებული „ნაციონალები“ ბოკერიას თამადობით. სამწუხაროდ, იქ მიკროფონები არ იყო და შესაძლოა, ხალხს არ ესმოდა, საყვედურობდნენ პრემიერ-მინისტრს, ეს ჯარიმები მაღალი რომ არის იმას კი არ ვაპროტესტებთო, იმას ვაპროტესტებთ, სერგი კაპანაძე და ბატონი ბოკერია ყვიროდნენ, ეკლესიის წარმომადგენლები არ დააჯარიმეთო.

ისინი და ბატონი გიგა, რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია, როდესაც მე ვიხსენებ ილია ჭავჭავაძეს, რა თქმა უნდა გაღიზიანებულია და მსაყვედურობს ხოლმე, რატომ ვიყენებ საუბრისას ქართულ ლიტერატურულ სიტყვებს. ეს არის პროდასავლურობას ამოფარებული ანტიქართული ძალა, რომელიც საკუთარ პარტიას მიაქანებს ბნელეთისკენ, მაგრამ ამაზე, მართალი ვთქვა, ვერ ვიდარდებ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრს კითხვით მიმართა, მოხსნიდა თუ არა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს.

„წულუკიანის მაგარ ციტატას წაგიკითხავთ – „თითებს ვიჭამდი, ეს ორი რომ გამოუშვეს. უგულავა და ოქრუაშვილი. . . ზოგი კითხულობს, რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს, ვართ კი დამოუკიდებლები? უკვე მივდივარ ჩემს მოხევესთან. ლელთ-ღუნიას გულისხმობს, ილია ჭავჭავაძის, რუსეთის იმპერიამ რომ დაანგრია. . . ბატონო გიორგი, მოხსნით ამ მინისტრს ასეთი სამარცხვინო განცხადებისთვის? ახლა შეგიძლიათ, უთხრათ, რომ გადაყენებულია, თუ არა?“,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ახალი თაობა