გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბექა ლილუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ იმას, რომ სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა შეუფერხებლად გააგრძელონ მშენებლობის პროცესი და მიიღონ შემოსავლები

28-05-2020

მიმდინარე პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1.7 მილიონი კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართის მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ ამ მშენებლობის პროცესში ჩართული არიან ჩვენი მოქალაქეები. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა.

„დაახლოებით 25 000 ჩვენს მოქალაქეს აღებული აქვს იპოთეკური სესხი საცხოვრებელი ბინის შესაძენად, განხორციელებული აქვს წინასწარი შენატანები, გაკეთებული აქვს რამდენიმე სესხის შენატანი და სხვა ხარჯები. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ, სექტორის დახმარებით, ხელი შევუწყოთ იმას, რომ ამ სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა შეუფერხებლად გააგრძელონ მშენებლობის პროცესი, მიიღონ შემოსავლები, ხოლო მეორეს მხრივ, იმ ადამიანებმა, რომლებმაც უკვე გაწიეს ფინანსური ხარჯები, აიღეს სესხები და განახორციელეს უძრავი ქონების შესყიდვა, დავეხმაროთ იმისთვის, რომ მათ, ეს ფინანსური რესურსი, ეს ფული არ დაკარგონ და ეს მშენებლობები დასრულდეს“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა დეველოპერული სექტორის გამოწვევებზე ისაუბრა, რომელზეც მთავრობა სექტორთან არა ერთი კომუნიკაციის შემდეგ და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის შემდეგ შეჯერდა.

„პირველი, ეს არის შემცირებული გაყიდვების მოცულობა. მეორე - მშენებლობის დასრულების რისკების ზრდა და ეს ყველა კრიზისისთვის დამახასიათებელია. მესამე ეს არის საცხოვრებელი ფასების მერყეობა და აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საცხოვრებელ ბინებზე ფასების მერყეობა ქმნის არა მხოლოდ დეველოპერული სექტორისთვის სირთულეებს, რაც თავის მხრივ გამოწვევაა, არამედ, ასევე, ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისთვის და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება გახდეს. მეოთხე ეს არის თავად სამშენებლო კომპანიების, დეველოპერული კომპანიების წვდომა ფინანსებზე“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.