გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სათბურის აირების გაფრქვევების ეროვნული ინვენტარიზაციის შესახებ ონლაინ შეხვედრა ჩატარდა

28-05-2020

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრა საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევების ეროვნული ინვენტარიზაციის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა სათბურის აირების სექტორული გაფრქვევების ეროვნული ინვენტარიზაციის შედეგების და სამომავლო ქმედებების გაცნობას დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

 

შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს საქართველოში სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციის 1990-2017 წლების პროცესები და შედეგები. ასევე განიხილეს  საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევების ეროვნული ინვენტარიზაციის 2016-2017 წლების პირველადი შედეგები ენერგეტიკის, მრეწველობის, ნარჩენების, სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და სატყეო მეურნეობის სექტორებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და  გარემოს დაცვის სფეროს ექსპერტები.

სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიური განახლებული ანგარიშის შემუშავება“ ფარგლებში განხორციელდა.