გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მდინარე ალგეთის შენაკადებში 20 000 ერთეული, აღმოსავლეთ პოპულაციის ნაკადულის კალმახის ლიფსიტა გაუშვეს

28-05-2020

  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტომ  პოპულაციის აღდგენის მიზნით ალგეთის დაცულ ტერიტორიაზე , მდინარე ალგეთის შენაკადებში  20 000 ერთეული, აღმოსავლეთ პოპულაციის (მტკვრის აუზი) ნაკადულის კალმახის ლიფსიტი გაუშვეს.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაშვებული თევზების მეთვალყურეობისთვის  ფოტო-ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟა.

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი  ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. საგეენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

ნაკადულის, ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის  კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.