გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

როგორ შეიყვანა შეცდომაში რუისელები “ნაცმოძრაობის” ყოფილმა დეპუტატმა და რატომ ჩაიშალა ინოვაციური პროექტი

29-05-2020

მოტყუებული რუისელები; გაუქმებული ათობით სამუშაო ადგილი; ნაგავსაყრელად და მსხვილფეხა პირუტყვის საძოვრად ქცეული მიწის ნაკვეთი;  1 მილიონი ლარის ღირებულების ჩავარდნილი, ეკოლოგიურად სუფთა, ინოვაციური პროექტი და ადგილობრივი ხელისუფლებისგან უკან ინვესტორისთვის დასაბრუნებელი 54 000ლარი – ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რაც რუისში მცხოვრებმა და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა დეპუტატმა, ვლადიმერ ბუზიაშვილმა და მისმა 4 თანამოაზრემ სოფლის მოსახლეობას და მუნიციპალიტეტს შეუქმნა.
თუ ​რა მოხდა ქარელის მუნიციპალიტეტში და რა როლი შეასრულა ინოვაციური პროექტის შეფერხებაში “ნაცმოძრაობის” ყოფილმა დეპუტატმა, დეტალები “რეგიონულმა კვირამ” გაარკვია.

ამბავი 2019 წლის მიწურულს იწყება. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში არსებული სპორტული მოედნის მომიჯნავე ტერიტორია 2019 წლის 21 დეკემბერს აუქციონის წესით კომპანია „ბიგ სერვისმა” 54.000 ლარად შეიძინა. მუნიციპალური საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინვესტორს 3 წლის განმავლობაში 1 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი უნდა განეხორციელებინა. საუბარია ელექტრომობილების დამტენ სადგურზე, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატის, ვლადიმერ ბუზიაშვილის ინიციატივით, ადგილობრივების მცირე ნაწილმა, მიწის გასხვისების შეჩერების მოთხოვნით, ხაშურის რაიონულ სასამართლოს მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაყიდვა აეკრძალა.

როგორც “რეგიონულ კვირასთან” ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა განაცხადა, ვლადიმერ ბუზიაშვილმა ადგილობრივებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ იგეგმებოდა სპორტული მოედნის გასხვისება, რის შედეგადაც მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა ხაშურის რაიონულ სასამართლოში შესატან სარჩელს მოტყუებით მოაწერა ხელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელმომწერთა შორის  იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ათეულობით წელია, ემიგრაციაში იმყოფებიან.
„მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სტადიონის გასხვისება არ ხდებოდა, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის გასხვისება ხდებოდა. ჩვენ გამოვაცხადეთ აუქციონი და 1 მილიონი უნდა ჩაედო აუქციონში გამარჯვებულს. მას შემდეგ, რაც აუქციონი ჩატარდა, გაიმარჯვა კომპანია “ბიგ სერვისმა„ რომელსაც უნდა გაეკეთებინა ელექტრომობილების დამტენი სადგური. ის ერთდროულად რამდენიმე ქალაქს მოემსახურებოდა. პროექტით უნდა გაკეთებული კაფე-ბარიც, სადაც ადგილობრივები დასაქმდებოდნენ. 8-10 ადამიანზე იყო საშუალოდ  დასაქმების ეს საკითხი გათვალისწინებული. ასე უნდა მომხდარიყო გამწვანება და რეკრეაციული ზოლიც მოეწყობოდა. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობდა აქვე არსებულ აგრარულ ბაზარს. ეს პროექტი მხოლოდ რუისელების კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული და, რაც მთავარია, აღნიშნული პროექტი ეკოლოგიურად სუფთა იყო, მოსახლეობას ინტერესების სრული დაცვით განხორციელდებოდა.
ამ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა რამდენიმე რუისელმა, რომელიც სხვა პოლიტიკური ინტერესების მატარებელი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრია. ხალხს მოტყუებით მოაწერინეს ხელი. სპეკულირებენ, მოიყვანენ ბავშვებს, ტელევიზიებს და ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს, ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ბავშვებს უყიდის სტადიონს, თუმცა მერია სპორტულ მოედანს დღესდღეობით, არათუ ყიდის, არამედ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ხვალ არის საკრებულოს სხდომა და იმედი მაქვს, აღნიშნული ტერიტორიის ეკონომიკის სამინისტროზე გადაცემის საკითხი დადებითად გადაწყდება, რადგან, ფაქტობრივად, ინტერესი დაკარგა ქარელის მუნიციპალიტეტმა და ის 56 000 ლარი, რომელიც მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა, მერიას უკან აქვს დასაბრუნებელი, რადგან კომპანიას უკან მიაქვს”, – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.

“რეგიონული კვირა” მოდავე მხარეს, “ნაცმოძრაობის” ყოფილი დეპუტატ ვლადიმერ ბუზიაშვილს დაუკავშირდა. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული 10 080 კვმ მიწის ნაკვეთი სოფლის სპორტული სტადიონის საკუთრებაშია და სპორტული კომპლექსი უნდა აშენდეს. მისი თქმით, რუისში სხვა სპორტული მოედანი არ არის, თუმცა მალევე ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ადგილობრივი ბავშვებისთვის სოფელში კიდევ 4 სტადიონია მოწყობილი. ყოფილმა დეპუტატმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას, განაცხადა, რომ სადავო სპორტული მოედნის მოწყობა დეპუტატად ყოფნისას მის ინიციატივითა და ხელშეწყობით დაიწყო. თუმცა ადგილზე მისულ, “რეგიონული კვირის” გადამღებ ჯგუფს მხოლოდ საძოვრად გამოსაყენებელი მინდორი დახვდა.

აქ რომ ოდესღაც სპორტული მოედანი იყო, მხოლოდ ჟანგმოკიდებული რკინის კონსტრუქციებით შეიძლება, მიხვდე. კითხვაზე, 5 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნისას რატომ არ დადგა ბუზიაშვილის მხრიდან საკუთარ სოფელში სპორტკომპლექსის აშენების ინიციატივა, ყოფილმა დეპუტატმა განმარტა, რომ, უბრალოდ, ვერ მოასწრო.
„იქ იყო მთლიანი სპორტული მოედანი, რომელიც გამიჯნეს ორ ნაწილად. ეს იყო მთლიანი, რომელიც რუისელებმა შეინახეს მომავალში სპორტული კომპლექსის ასაშენებლად, რათა ახალგაზრდებს ეცხოვრათ  ცხოვრების ჯანმრთელი წესით. აქ იყო საუბარი ელექტრომობილების სატვირთზე, აგერაა “ვისოლის კალონკა” და “სოკარის კალონკა” და თუ მოთხოვნილი იქნება, აგერ აქაა.
როგორ შეიძლება, საპირწონედ დააყენოთ ბიზნესი და სპორტი. ფაქტობრივად, ამ პროექტით არავინ  დასაქმდებოდა.
ხუთწელიწად-ნახევარია, საჯაროდ მე ხმა არ ამომიღია იმიტომ, რომ მე აღარ ვმოღვაწეობ პოლიტიკაში და ეს არის წმინდა პრობლემა, ეს მთლიანობა დაირღვა. ხელს არამარტო მე ვაწერინებდი მოსახლეობას, არამედ – სხვა ადგილობრივებიც, რომ აქ აშენდეს სპორტული კომპლექსი.
მაშინ მე გავაფართოვე და მყავდა ფეხბურთის გუნდი, საქართველოს პირველობაზე ვათამაშებდი ხოლმე ფეხბურთს. რამდენი წელია, ამათ არაფერი გაუკეთებიათ.
მე რომ ვიყავი დეპუტატი, გავაკეთე ერთი სპორტული მოედანი, ორი სპორტული მოედანი საჯარო რეესტრში დავარეგისტრირე, გავაკეთე მინიმოედნები და ეს ფართობი გავაფართოვე”, – ამბობს ბუზიაშვილი.

„რეგიონული კვირა” რუისის მოსახლეობასაც გაესაუბრა. როგორც მათ ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, ისინი მიესალმებიან სპორტული მოედნის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთში ელექტრომობილების დამტენი სადგურის მშენებლობას. მათი თქმით, ვლადიმერ ბუზიაშვილის უკან “ნაციონალური მოძრაობა” დგას და მან ადგილობრივები სიცრუეში შეიყვანა.
„მე, როგორც რუისის მცხოვრებელი, გეტყვით, რომ თავიდან ყველა ისე იყო,  არ გვინდოდა სტადიონის გასხვისება, მაგრამ, როგორც გაირკვა, მომიჯნავე ტერიტორიის გასხვისება იგეგმება. ახლა რასაც ვუყურებთ, სტადიონისთვის არის დიდი ტერიტორია დარჩენილი, ის კიდევ არის სტადიონის გარე ტერიტორია. რაც მეტი კარგი გაკეთდება,  უკეთესია. ეს სადგური მნიშვნელოვანია, ახლა თუ არ გვყავს ელექტრომანქანები, მომავალში შეიძლება, ისე წარიმართოს საქმე, რომ ყოველ მეორეს ჰყავდეს ასეთი მანქანები. ლამაზად მოეწყობა აქაურობა. ხალხი დასაქმდება,  ადგილი მოსუფთავდება, შემოსავალი ექნება რაიონსაც და სოფელსაც. მე მომხრე ვარ, რომ აშენდეს სოფელიც. არის ერთი#ორი მოწინააღმდეგე, მაგრამ რა აინტერესებდათ, ამას ვერ გეტყვით”, – ამბობს გელა ბედოშივილი.

„უბრალოდ, არიან პირები, რომლებსაც თავი ჰგონიათ ეროვნული გმირები. ჩემი, როგორც რუისელის გადასახედიდან, აქ არაფერი  ფუჭდება, პირიქით, კეთდება. ვინც საღად აზროვნებს, ყველას უნდა მოეწონოს ეს პროექტი. ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკური მიზნები აქვთ, საკუთარი მიწა არ ადარდებთ და ვითომ სოფლის მიწაზე დარდობენ. ისინი ფიქრობენ, რომ მიწას იცავენ, მაგრამ დღეს რა მდგომარეობაშიც არის ეს მიწა, ყველაფერი ჯობს, აქ აშენდეს. ნახეთ, ნაგავსაყრელია და საქონლის საძოვარი”, – განაცხადა არჩილ ნასყიდაშვილმა.

ქონების მართვის სააგენტოში სოფელ რუისის სტადიონის გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას “სიცრუეს” უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ამ დრომდე ცენტრალურ ავტობანთან ახლოს, სოფლის შესასვლელში ელექტრომობილების დამტენი სადგურის მშენებლობის საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.
„მიწის ნაკვეთი, სადაც ინვესტორს ელექტრომობილების დამტენი სადგურის აშენება სურს, რუისში სტადიონის მომიჯნავედ მდებარეობს. თუმცა ტერიტორია, რომელზეცაა საუბარი, ისევ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და იმის თქმა, რომ იქ სადგური აუცილებლად აშენდება, შეუძლებელია. მცდარია ინფორმაცია, თითქოს, სადგურის აშენების შემთხვევაში სოფელი სტადიონის გარეშე რჩება, ვინაიდან ამჟამად სწორედ ამ სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კიდევ ვიმეორებ, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჯერ ეს ქონება მუნიციპალიტეტმა ქონების მართვის სააგენტოს უნდა გადასცეს. ამ ტერიტორიაზე, რომელიც 12 ათასი კვადრატული მეტრია, ინვესტორისგან განაცხადია შემოსული და თუ ამის საშუალება გვექნება, მერე განვიხილავთ გაყიდვის შესაძლებლობას”, – განაცხადა ქონების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა ქამუშაძემ.

kvira