გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 ივნისამდე გახანგრძლივდება

29-05-2020

ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 ივნისამდე გახანგრძლივდება. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ისევ აკრძალული იქნება მასობრივი შეკრებები და აქტივობები, კვლავ შეუძლებელი იქნება ოკუპირებულ რეგიონში შესვლაც.

გამონაკლისის სახით გამოცდებისთვის მოსამზადებლად 2 ივნისიდან სასწავლო პროცესი აღდგება დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.

გასულ დღე-ღამეში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტი 38 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ტერიტორიაზე COVID-19-ის 28 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

rustavi2