გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალციხეში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება

29-05-2020

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში, სადაც გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. მიმდინარე სამუშაოების პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, მოადგილესთან ალექსი ზედგინიძესთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 298 265 ლარით ფინანსდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა მელიქიძის განცხადებით - „ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს, წესრიგდება, როგორც ქალაქის ქუჩები, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებთან მისასვლელი გზები. ამასთან, სამუშაოები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება“.

აღსანიშნავია, რომ 5 მაისიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში აქტიურად განახლდა ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამშენებლო კომპანიები, ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომებისა და შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით აგრძელებენ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.