გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გახარია: მადლობა თითოეულ მოქალაქეს გონიერებისთვის, დღეს ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის

29-05-2020


დღეს ჩვენ ქვეყანაში გვყავს 8 ახალი ინფიცირებული, აქედან 6 ადამიანი არის საკარანტინო ზონიდან და 2 ადამიანი არის სატვირთო მანქანების მძღოლი. მინდა პირველ რიგში გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს, ხელმძღვანელებს მოვუწოდო, მჭიდროდ ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან, რამეთუ ნათელია, რომ მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველები და მათი კონტროლი, პარალელურად, რომ მათ შრომა არ გააჩერონ და გააგრძელონ მუშაობა, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ამიტომ ვთვლი, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისათვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს გამოჩენილი გონიერებისთვის და თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, ჯერჯერობით პირბადის გარეშე გადაადგილების ფაქტი არ გამოვლენილა.
„ასევე, მინდა გაგახსენოთ, რომ დღეს საქართველოში გაიხსნა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გონიერებისთვის და თანადგომისთვის, რამეთუ დღეს მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების არც ერთი შემთხვევა ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის“ - განაცხადა გიორგი გახარიამ