გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ლანჩხუთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

29-05-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო, პროექტის ღირებულება 2 900 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ აღმაშენებლის ქუჩა ავტობანს დაუკავშირდება. სოფელ ლესაში კი წყლის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტის თანახმად, უნდა მოეწყოს ცენტრალური მაგისტრალი და სათავე ნაგებობა, რომლითაც 500 ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. სამუშაოები 700 000 ლარით ფინანსდება. ლანჩხუთის 9 ქუჩაზე სანიაღვრე არხები მოეწყობა. პროექტის ღირებულება 1 170 000 ლარს შეადგენს.