გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

„აჭარა ტექსტილის“ ახალ საწარმოში 3 ათასი ადამიანი დასაქმდება

23-02-2018

„აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებლის ჯემალ ბილგინგულლუოღლუს განცხადებით, ახალ საწარმოში 3 ათასი ადამიანის დასაქმება მოხდება ეტაპობრივად.
როგორც მან ფოთში, კომპანიის ახალი საწარმოს გახსნაზე განაცხადა, საწარმოში დასაქმების საბოლოო ფაზა 2020 წელს დასრულდება.
„პირველი საწარმოში საქართველოში 2008 წელს გავხსენით ბობოყვათში, შემდეგ ბათუმში. დღეს კი მესამე საწარმო ფოთში. ფოთის საწარმო სამი ეტაპისგან შედგება. წელსვე, პირველ ეტაპზე დასაქმდება 1000 ადამიანი, მეორე ეტაპზე - 2000, მესამე ეტაპზე სულ დასაქმებული გვეყოლება 3 ათასი ადამიანი. სამივე ეტაპის დასრულებას 2020 წელს ვგეგმავთ“, - განაცხადა ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ.
„აჭარა ტექსტილის“ ფოთის ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით გაიხსნა.
საწარმო დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ და Nike Ema-ს რეგიონალური დირექტორი კანერ სოიტასი.
„აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენდებს, როგორებიცაა New Balance და Under Armour.