გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მცხეთიჯვარში გზა მოეწყობა

23-02-2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის ალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მცხეთიჯვარში გზის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა გზის 670 მეტრიანი მონაკვეთი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებს და სოფელში გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო გახდება. ბეტონის გზით მცხეთიჯვრის გარდა სოფლების: წაღვლის, წეღვერის, ყობის, ჩორჩანის, კლდისწყაროს, ტიტვინისწყაროს, ზემო და ქვემო ბროლოსნის 2000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები და სტუმარი ისარგებლებს.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე და ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მათივე თქმით, სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება, 264 380 ლარს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"