გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: ისეთი ცინიკოსები ხართ, რომ ადამიანებზე ვისაც სიცოცხლე წაართვით, ღლიცინებთ

29-05-2020

„თქვენი ყალბი პათოსი და ფარისევლობა ჩვენ ყველამ ვიხილეთ. თქვენი გამოსვლები განმსჭვალული იყო იმით, თუ რომ მაგრები იყავით და მაგარ სახელმწიფოს აშენებდით, ზრუნავდით ჩვენს მოქალაქეებზე. თუ ასეთი მაგრები იყავით რატომ გადაგირჩიათ ქართულმა საზოგადოებამ?! რატომ გამოგიტანათ განაჩენი და რატომ არის ეს განაჩენი კანონიერ ძალაში?! ნება მომეცით ფაქტებზე დაყრდნობით გამხილოთ ამ პოლიტიკურ ფარისევლობაში“, - აღნიშნული კითხვებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

როგორც მან აღნიშნა ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოსვლები გაჯერებული იყო პათოსით - რომ ისინი ზრუნავდნენ ადამიანებზე, ბავშვებზე. ამ კონტექსტში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მათ წარსული შეახსენა.

„თქვენ ის ხელისუფლება ხომ არ იყავით, რომლებმაც 2012 წლამდე 12 წელზე დასწიეთ სანქცია და ბავშვების შეყრას ითხოვდით ციხეებში. თქვენ ის ხალხი ხომ არ ხართ 2008 წელს 381 თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვანი რომ გყავდათ ციხეებში?! 2009 წელს გყავდათ 272 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული არასრულწლოვანი, 2010 წელს - 296. ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2019 წელს 66-მდე თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვანია. ეს არის ჩვენს შორის სხვაობა. დამეთანხმებით, რომ სასჯელაღსრულებაში მყოფ პირებზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. რატომ არ იზრუნეთ ციხის ბუნტის დროს მსჯავრდებულებზე?! რატომ გამოგიტანათ სტრასბურგის სასამართლომ განაჩენი, რომ მსჯავრდებულებს უმისამართოდ ესროდით?!“ - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო 6 მლნ ლარის გადახდა დააკისრა.

„6 მლნ ლარი ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხომ არ გაქვთ სურვილი ეს თანხა თქვენ გაიღოთ ჯიბიდან და ამ დაზარალებულ ხალხს დაუბრუნოთ თანხები? თუკი ვინმე არცხვენდა და არცხვენს ქართულ სახელმწიფოს ეს იყავით თქვენ. თქვენ არაერთგზის შეარცხვინეთ ქვეყანა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე. ადამიანის უფლებები თქვენთვის არის წარსული, ჩვენთვის ეს არის აწმყო. ადამიანის უფლებები ჩვენთვის ყოველთვის აწმყოა. სტრასბურგის სასამართლოში დღემდე იხილება განაჩენები. 2020 წლის 2 აპრილს გამოვიდა კუხალაშვილის და სხვების საქმეებზე გადაწყვეტილება სადაც სტრასბურგმა პირდაპირ გამოგიტანათ განაჩენი. მე გესაუბრებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, იმ ადამიანებზე ვისაც სიცოცხლე წაართვით და ისეთი ცინიკოსები ხართ ამაზე ღლიცინებთ“, - თქვენ ჩვენი საზოგადოებისთვის ხართ კრიმინალური წარსულის მქონე, დღემდე კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ხალხი. საზოგადოებამ გამოგიტანათ განაჩენი და კიდევ არა ერთგზის გამოგიტანთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.