გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერი: ოპოზიცია გვთავაზობს იმას, რომ მაისის თვიდან ვერ გაიცემა პენსიები, ხელფასები პოლიციისთვის, მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის და ა.შ.

29-05-2020

შოკურ კრიზისზე ადამიანები გვთავაზობენ გრძელვადიანი ინსტრუმენტების და სახელმწიფო რესურსების დღეს ამოღებას და დახარჯვას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის პოზიციასთან დაკავშირებით, პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საპენსიო ფონდი არის ჩვენი მოქალაქეების მოხუცებულობაში სოციალური გარანტია.

„მე მინდა რეალურად ვთქვა ორიოდე სიტყვა იმასთან დაკავშირებით, რაზეც დღეს აქ იყო მცდელობა, რომ გასაღებულიყო, როგორც სტრუქტურირებული, ჩამოყალიბებული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის პოზიცია. შოკურ კრიზისზე ადამიანები გვთავაზობენ გრძელვადიანი ინსტრუმენტების და სახელმწიფო რესურსების დღეს ამოღებას და დახარჯვას. აღარ მინდა საერთოდ ამ საპენსიო რეფორმაზე და ფონდზე საუბარი, მაგრამ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საპენსიო ფონდი არის ჩვენი მოქალაქეების მოხუცებულობაში სოციალური გარანტია, რომელიც თურმე, დღეს უნდა დავხარჯოთ. გარდა ამისა, ადამიანები, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა იძლევა დაპირებებს, რომლის ფასიც არის 16 მილიარდიან ბიუჯეტში 6.2 მილიარდი ლარი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს აყენებს ფაქტის წინაშე 14 პროცენტიანი დეფიციტის, რაც ნიშნავს იმას, რომ არც ერთი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია არანაირ საფინანსო მხარდაჭერას არ გაუწევს და მარტივად, ეს ნიშნავს იმას, რომ მაისის თვიდან ვერ გაიცემა პენსიები, ვერ გაიცემა ხელფასები პოლიციისთვის, მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის, შეწყდება მიმდინარე ოპერაციები, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა დადგება კოლაფსის წინაშე. ეს ყველაფერი ხდება ისე, თითქოს ეს არის ქვეყანაზე, გადასახადებზე, მეწარმეებზე, ბავშვებზე, სოციალურად დაუცველებზე ზრუნვისთვის და ა.შ.“ , - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.