გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ამბროლაურში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

30-05-2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის 14კმ-იანი მონაკვეთის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი, რომლის ღირებულება 19 671 177 ლარია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება.

მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი დონაძესთან ერთად, სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

წესი-ურავის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, ერთ დროს ასფალტ-ბეტონის საფარის მქონე გზა მთლიანად მწყობრიდან იყო გამოსული და დაორმოებული. პროექტის შესაბამისად, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება შვიდი ხიდი, მოეწყობა წყალგამტარი მილები და საყრდენი კედლები. ასევე, გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ავტობუსის გაჩერებების მოწყობა