გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დამსაქმებელი კომპანიების მიერ დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ განაცხადების წარდგენის ვადა გახანგრძლივდა

30-05-2020

ფინანანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ვინაიდან დამსაქმებელი კომპანიების მიერ, დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ, განაცხადების წარდგენის სავალდებულო ვადა 30 მაისი, ემთხვევა არასამუშაო დღეს, ეს ვადა გახანგრძლივდა და აღნიშნული განცხადების წარდგენა https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751&id=7991053&type=2 შესაძლებელია 1-ლი ივნისის ჩათვლით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებელ კომპანიებს შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა შეუფერხებლად მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.

ინფორმაცია ზემოაღნიშნული ვადის გაგრძელების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ, უკვე გაეგზავნა 46 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს.