გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სავარაუდოდ, ინფიცირების წყარო ჩემი კოლეგაა – ამირან გამყრელიძე თბილისის ახალ კლასტერზე

30-05-2020

„შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოსალოდნელიც იყო მატება, მაგრამ ეს მატება არის მართვადი და გარწმუნებთ, რომ იქნება მართვადი“.

 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროილის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები 11-ით გაიზარდა, მათგან 9 ინფიცირებული თბილისიდან არის. ეს 9 ადამიანი არის ორი დღის წინ ინფიცირებული პირის კონტაქტები.

 

„ესენი არიან ერთი ოჯახის წევრები და მათთან ძალიან ახლო კონტაქტები.

 

სავარაუდოდ ინფიცირების წყარო არის ჩემი კოლეგა – სამედიცინო მუშაკი. დღესაც ჩვენი ჯგუფი ადგილზე გასულია, იღებენ კვლევებს.

 

გიდასტურებთ, რომ ეს არის საბურთალოს კლასტერი და მიმდინარეობს ყველა კონტაქტის კვლევა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

მისი ინფორმაციით, უკვე გამოკვლეულია 50-მდე ადამიანი. ინფიცირებულები კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

 

გამყრელიძის თქმით, პანიკის არავითარი საფუძველი არ არის და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

პრაიმტაიმი