გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში გადმოყვანილი ექვსი წლის ბავშვი რეანიმაციაშია

30-05-2020

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში ექვსი წლის ბავშვი გადმოიყვანეს. როგორც Imedinews დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ბავშვს წყლით სხეულის 20% აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ბავშვმა ზურგსა და კიდურების უკანა მხარეს ძლიერი დამწვრობა გუშინ მიიღო. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან სამედიცინო ბრიგადამ დღეს გადმოიყვანა.

გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, პაციენტი დამწვრობის ცენტრში რამდენიმე საათის წინ მოათავსეს და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

imedinews.ge