გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევიდან 18 სოფელ მუშევანიდან, 4 საკარანტინო სივრციდან, 4 კი საბურთალოს კლასტერიდანაა

31-05-2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განუცხადებით, კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევიდან 18 ბოლნისის სოფელ მუშევანიდან არის, 4 საკარანტინო სივრციდან, დანარჩენი კი ე.წ. საბურთალოს კლასტერის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია.

„დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 26 შემთხვევა. აქედან 18 არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან. თქვენ იცით, რომ ამ სოფლის მცხოვრებლების კვლევა გრძელდება. კვლევისას დადასტურებულ შემთხვევებს სტაციონარში ვათავსებთ და მათ კონტაქტებს ვსწავლობთ. ამისთვის არაა საკმარისი ერთჯერადად უარყოფითი პასუხი, ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას მათ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენონ უარყოფითი პასუხი. დანარჩენი 8 შემთხვევიდან 4 არის საკარანტინო სივრციდან, 4 კი ე.წ. საბურთალოს კლასტერის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. რაც შეეხება ჩვენს ცენტრში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს 48 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 11 გუშინ მუშევანიდან მივიღეთ. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალოზე მსუბუქია, დღეს ჩაუტარდებათ რადიოლოგიური კვლევა. 24 საათში 1 პაციენტი გავწერეთ. გვყავს სამი პაციენტი მძიმე პნევმონიით, თუმცა მათ თანმდევი დაავადებები არ აქვთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უმეტესად მსუბუქია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.