გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბათუმი ევროპის ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების ტოპ ათეულშია

31-05-2020

ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს ორი ქალაქი, თბილისი და ბათუმი მოხვდა. ისინი Covid 19-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების TOP-10-ში არიან.

ცნობილმა სამოგზაურო ორგანიზაცია - European Best Destinations რომელიც მილიონობით მოგზაურს, მსოფლიოში წამყვან მედია პლატფორმებს და ტურისტულ ორგანიზაციებს აერთიანებს საქართველოს კორონავირუსისგან უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნია, თბილისი და ბათუმი ევროპაში სამოგზაუროდ 20 უსაფრთხო ქალაქს შორის დაასახელა.

„ბათუმი არაჩვეულებრივი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მოგონებებით აღსავსეს დაგტოვებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. შეუძლებელია ბათუმში მოიწყინო. აქ შეგიძლიათ დატკბეთ სანაპიროებით, ბუნებით, შოპინგით, კულტურით, გასტრონომიით, ღვინის ტურიზმითა და უნიკალური ღირსშესანიშნაობებით ბავშვებისა და ზრდასრული ადამიანებისთვის.

ბათუმი, უსაფრთხოა არამხოლოდ კორონავირუსის თვალსაზრისით არამედ კრიმინალის დონე 5-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში.

ბათუმი ულამაზესი პეიზაჟების, ძლიერი კულტურისა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობის ბრწყინვალე ნაზავია. ეს არის აჭარის რეგიონის მთავარი და საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი. ეს ულამაზესი ქალაქი გეპატიჟებათ, რათა განიცადოთ როგორც ისტორიული უძველესი ადგილების კონტრასტი, ასევე თანამედროვე ცხოვრების წესი", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

European Best Destinations-ის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებებად დასახელებულია: ვარშავა, ვენა, ვილნიუსი, რიგა.

European Best Destinations-ი არის ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით.