გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თორნიკე რიჟვაძე: როდესაც მთელი მსოფლიო ვირუსს ებრძვის, უსაფრთხო მიმართულებად დასახელება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია

31-05-2020

ცნობილმა სამოგზაურო ორგანიზაცია - European Best Destinations რომელიც მილიონობით მოგზაურს, მსოფლიოში წამყვან მედია პლატფორმებს და ტურისტულ ორგანიზაციებს აერთიანებს საქართველო კორონავირუსისგან უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნია, თბილისი და ბათუმი კი ევროპაში 10 ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა.

აღნიშნულის შესახებ შეფასება გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ. მისი განცხადებით, ბათუმი აქამდეც მიმზიდველი ქალაქი იყო ტურისტული თვალსაზრისით, თუმცა ასეთი სახის შეფასებები ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.

,,საერთაშორისო მოგზაურთა პლატფორმის მიერ ბათუმი და თბილისი დასახელდა ევროპის უსაფრთხო ქალაქების ტოპ-ათეულში. მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ ებრძვის პანდემიას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხო ქალაქად დასახელება. დარწმუნებული ვარ, ეს დაეხმარება ტურისტულ სეზონს. უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმი დასახელდა კორონასგან თავისუფალი და უსაფრთხო ქალაქი, ამავე დროს, დასახელდა კრიმინალისგან თავისუფალი ქალაქი. ჩვენთან 5-ჯერ ნაკლებია კრიმინალი, ვიდრე, თუნდაც იგივე, ევროპის წამყვან ქალაქებში“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

European Best Destinations-ის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებებად დასახელებულია: ვარშავა, ვენა, ვილნიუსი, გდანსკი, რიგა.

European Best Destinations-ი არის ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით.