1-06-2020
ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა. ორივე მათგანი ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერს წევრია.
მოზარდები რუხის Covid მიმღებ კლინიკაში, დაახლოებით, ორი კვირაა, მკურნალობენ.
სულ რუხის კლინიკაში კორონავირუსისგან 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ამჟამად კი სამედიცინო დაწესებულებაში 7 ინფიცირებული პაციენტი რჩება