გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს ბანკი მშობლებისა და ბავშვებისთვის სახალისო ონლაინ გაკვეთილებს იწყებს

1-06-2020

საქართველოს ბანკი აგრძელებს საინტერესო პროექტების შეთავაზებას. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკი სჩოოლ ცარდ-თან და "ჯიბის სტუდიასთან" ერთად, ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის, სახალისო ონლაინგაკვეთილების სერიას იწყებს.

ონლაინ გაკვეთილების სერია მოიცავს მოძრავი სამგანზომილებიანი ობიექტების შექმნის 5 გაკვეთილს. გაკვეთილის განმავლობაში ბავშვები და მათი მშობლები შეისწავლიან მარტივ და პრაქტიკულ ხერხებს თუ როგორ უნდა დაამზადონ ფერადი ფურცლებისგან სამგანზომილებიანი სხავდასხვა ცხოველები თუ საგნები. ვიდეო გაკვეთილების სერია მსურველთათვის სრულიად უფასოა. თითოეულ გაკვეთილზე მონაწილეები გაეცნობიან ახალ ტექნიკას და დაამზადებენ ოთხფეხა ცხოველებს, მოძრავ თოჯინებს, მხიარულ ავტობუსს და ა.შ. 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ობიექტების დამზადების პროცესში მშობლების ჩართულობა სასურველია, ეს ონლაინ გაკვეთილს უფრო ეფექტურს გახდის. 8-9 წლის ასაკიდან ონლაინგაკვეთილში მონაწილეობის მიღება კი დამოუკიდებლად არის შესაძლებელი, რადგან ობიექტების შექმნის პროცესი ვიდეოებში დეტალურად არის აღწერილი.

იმისათვის რომ ბავშვებმა და მშობლებმა თავისუფლად შეძლონ ვიდეოს ნახვა, ისინი უნდა ეწვიონ ბმულს:https://bit.ly/BOGpocketstudio