გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პიტერ მიკისკა: მინდა მოგილოცოთ ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დოკუმენტის „ტყის კოდექსის“ მიღება და ჩემი ქვეყნის სახელით გამოვხატო მხარდაჭერა სამომავლო თანამშრომლობისთვის

1-06-2020

„მინდა მოგილოცოთ ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დოკუმენტის „ტყის კოდექსის“ მიღება და ჩემი ქვეყნის სახელით გამოვხატო მხარდაჭერა სამომავლო თანამშრომლობისთვის. თვალსაჩინოა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ქვეყნის პარლამენტის წარმატებული თანამშრომლობა, რაც მისასალმებელი და სამაგალითოა“, - განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა საქართველოში, პეტერ მიკისკამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ტყის ახალ კოდექსზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ახალი კოდექსი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს.