გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვინსენტ რეი: მინდა აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სიტყვაში გაკეთებული მრავალი საინტერესო აქცენტი სრულ თანხვედრაშია ჩვენს პრიორიტეტებთან

1-06-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ტყის ახალ კოდექსზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ახალი კოდექსი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს.

„მინდა აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სიტყვაში გაკეთებული მრავალი საინტერესო აქცენტი სრულ თანხვედრაშია ჩვენს პრიორიტეტებთან. თქვენს მიერ გაჟღერებული საკითხები საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. განსაკუთრებით კი, მომავალში დასამტკიცებელი საკანონმდებლო ინიციატივები.  გქონდეთ, ჩვენი მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა ევროკავშირის დელეგაციის  პროექტების განყოფილების უფროსმა, ვინსენტ რეიმ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.