გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ხათუნა გოგალაძე: გარემოს დაცვის მიმართულებებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდა

1-06-2020

"მივესალმები სატყეო სექტორის, დაცული ტერიტორიების, ჰაერის დაცვის, ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების მართვის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სფეროში და გარემოს დაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმებს. მინდა აღვნიშნო, რომ საკანონმდებლო ბაზის შექმნა არის საწყისი ეტაპი, რომელსაც შემდეგ აღსრულება სჭირდება. ამ სფეროში ჩართულ ყველა ადამიანს, მინდა წარმატება ვუსურვო", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „GEO - Georgia’s Environmental Outlook“ დამფუძნებელმა, ხათუნა გოგალაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა.
როგორც მინისტრმა შეხედრაზე აღნიშნა, ქვეყანას უკვე აქვს ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. გარდა ამისა, მთავრობამ სულ ახლახანს დაამტკიცა მწარმოებლის გაფართოვებული ვალდებულებების ნორმატივები, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და მწვანე ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებს ქმნის.