გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) დირექტორი: საზოგადოებრივი განხილვისა და ხალხის მონაწილეობის თვალსაზრისით, არცერთ კანონპროექტს არ ჰქონია ისეთი მაღალი ინტერესი, როგორიც „ტყის კოდექსს“

1-06-2020

„მოხარული ვარ, რომ „ტყის კოდექსი“, რომელზე მუშაობაც შვიდი წლის წინ დაიწყო, საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.

ეს გახლავთ  ტყის სექტორის რეფორმირებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტი. მასზეა დამოკიდებული როგორც მოსახლეობის სიღარიბის აღმოფხვრა, ასევე, ბუნებრივი კატასტროფების შეჩერება და წყლის რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას წლების განმავლობაში, დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა ყველა ეტაპზე ჰქონდა. დოკუმენტი ყველა მუნიციპალიტეტში და თემში განიხილეს. ამ პროცესში, ჩვენი ორგანიზაციაც აქტიურად იყო ჩართული. შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოებრივი განხილვისა და ხალხის მონაწილეობის თვალსაზრისით, არცერთ კანონპროექტს არ ჰქონია ისეთი მაღალი ინტერესი, როგორიც  „ტყის კოდექსს“, - განაცხადა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა.