გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვა სატელევიზიო ფორმატში, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართება

1-06-2020


კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, სხდომა გამართა.


კომისიის წევრებმა სატელევიზიო განხილვების ფორმატზე იმსჯელეს. კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის სატელევიზიო ფორმატში ჩატარების გადაწყვეტილება კომისიამ პირველ სხდომაზე, კოვიდ-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების გამო მიიღო.


კომისიის სხდომაზე შეთანხმდნენ, სატელევიზიო ფორმატში ორი განხილვა შედგება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება და რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უმასპინძლებს. ინტერაქციული კომუნიკაციის რეჟიმში, კომისიის წევრები საზოგადოებისგან შეკითხვებსაც მიიღებენ და უპასუხებენ.


როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საყოველთაო-სახალხო განხილვები, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება, რაც დეპუტატებს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის საშუალებას 21 ივნისისთვის მისცემს. ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვა პარლამენტში 29 ივნისს დასრულდება.​