გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სამეგრელო, გურიასა და ზემო სვანეთში უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტები გამოვლინდა

1-06-2020

25-31 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო საქონლის შენახვის 35 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ჯამში ამოღებულია უაქციზო სიგარეტი (5,154 კოლოფი), თუთუნი (43,8 კგ.), თვითნაკეთი სიგარეტი (3,820 ღერი) და უაქციზო ალკოჰოლური სასმელი (5 ლიტრი - 10 ბოთლი).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად,  კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.  აქედან 2 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.