გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბრძოლა 30 ადგილისთვის - ცნობილი ხდება როგორ გაიყოფს მაჟორიტარულ ოლქებს ოპოზიცია

2-06-2020

როგორ გაიყოფს მაჟორიტარულ ოლქებს ოპოზიცია?

საკონსტიტუციო ცვლილებები ჯერ მიღებული არ არის. 30 ადგილის გადანაწილება კი უკვე გართულებულია. ყველა პარტიას თავისი ფავორიტი ჰყავს. ახლა უნდა ჩამოყალიბდნენ, ვინ იქნება საუკეთესო მმართველი პარტიის წინააღმდეგ.

ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ სამუშაო პროცესში იმყოფებიან და შეთანხმების გახმოვანებას მოგვიანებით აანონსებენ.

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება ვისი სახელია ამ ეტაპზე დაკონკრეტებული და რომელი ოპოზიციონერი სად დააყენებს თავის კანდიდატურას.

"კურიერის" ინფორმაციით, ნიკა მელია იქნება მთაწმინდაზე მაჟორიტარობის კანდიდატი, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით განიხილება ზუგდიდიც.

ასევე, თბილისში იყრის კენჭს  გიორგი ვაშაძე. სავარაუდოდ, თბილისში ან დუშეთში დააყენებს თავის კანდიდატურას ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

ასევე, ჩვენთვის ცნობილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა გრიგოლ ვაშაძე,  "ნაციონალური მოძრობის" ლიდერი კანდიდატი იყოს ქუთაისში, სადაც ის, მერის არჩევნებშიც იყრიდა კენჭს და მაშინ ოცნების კანდიდატთან დამარცხდა

მაჟორიტარობის კანდიდატი გორში იქნება ირაკლი ოქრუაშვილი.

რაჭა ლეჩხუმში კი, არაა გამორიცხული, კენჭი იყაროს გუბაზ სანიკიძემ.

სად იყრის კენჭს გიგი უგულავა ჯერ, უცნობია.

ასევე "კურიერის" ინფორმაციით, საერთოდ არ აპირებს მაჟორიტარობას ნინო ბურჯანაძე და ის არც ერთ ოლქში არ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას.

rustavi2