გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისში პარლამენტთან ახალგაზრდებმა თავზე ტომრებით აქცია გამართეს

23-02-2018

"ევროპული საქართველოს" ახალგაზრდა წევრებმა პარლამენტთან თავზე ტომრებით აქცია გამართეს. აქციის წევრები პარლამენტისაგან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. მათი თქმით, არ უნდათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ადამიანებს იტაცებენ.
 
 
"ევროპულის საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, სახელმწიფომ უნდა უპასუხოს რეალურ კითხვებს და გასცეს პასუხი ამ საქმეზე. მისივე განცხადებით, ამისთვის აუცილებელია რეალური საგამოძიებო კომისიის შექმნა.