2-06-2020
სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მეორე ფლიგელის მშენებლობა, კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერა.
შენობა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების დაცვით შენდება. არსებული სკოლის შენობას დაემატება 12 საკლასო ოთახი, კლასკაბინეტები, დახურული სპორტული დარბაზი და ღია მინი სპორტული მოედანი, ცენტრალური გათბობა, ლიფტი, ასევე შემოიღობება და კეთილმოეწყობა სკოლის ტერიტორია.
საკლასო ოთახების უკმარისობის გამო სკოლაში სწავლება დღემდე ორ ცვლაში მიმდინარეობს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსწავლეები ერთ ცვლაში ისწავლიან.
"სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება მუნიციპალიტეტში პრიორიტეტულია. ახალი სკოლების მშენებლობა სოფელ კოდისწყაროში, წინარეხსა და ქვემო გომშიც მიმდინარეობს. ხოვლეს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს. მშენებლობაზე 3 030 000 ლარი იხარჯება", - აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.