გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა BRITACOM-ის ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2-06-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ მსოფლიოს სხვადასხვა საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირთან, ასევე საერთაშორისო საგადასახადო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო  BRITACOM-ის ვიდეო კონფერენციაში, რომელიც  COVID-19-ით გამოწვეულ გლობალურ ცვლილებებს და მისგან გამომდინარე საგადასახადო გამოწვევებს მიეძღვნა.

შეხვედრის მონაწილეებმა (179 მონაწილე) Covid-19-ის პირობებში საგადასახადო ადმინისტრაციების დღის წესრიგში არსებული გამოწვევები, გადასახადის გადამხდელთა ხელშეწყობის მიზნით შემოღებული შეღავათები და აქტიური თანამშრომლობის  საკითხები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, ლევან კაკავამ საგადასახადო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს კრიზისიდან გამოსვლისა და საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული  ცვლილებების,  ასევე,  უწყების საქმიანობის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა.

„საქართველოს მთავრობის მიერ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, შემუშავდა მიზნობრივი სოციალური დახმარების პაკეტი. სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის გადახდის სუბსიდირება. ამასთან, ყველა გადასახადის გადამხდელს, რომელიც დაზარალდა პანდემიის შედეგად, გადაუვადდა საშემოსავლო და ქონების გადახდის ვალდებულება. ამოქმედდა დღგ-ის ავტომატური დაბრუნების კიდევ უფრო გამარტივებული და სწრაფი მექანიზმი, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს გაწეული მხარდაჭერისთვის. ,,მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ყველა შესაძლო საშუალებით გვეხმარებიან, კრიზისის დაძლევასა და ეპიდემიის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრაში“, - განაცხადა ლევან კაკავამ.

შეგახსენებთ, რომ BRITACOM-ი წარმოადგენს „სარტყელი და გზის ინიციატივის“ წევრი ქვეყნების ასამდე საგადასახადო ადმინისტრაციის გაერთიანებას, ხოლო მრჩეველთა საბჭოს წევრები წამყვანი საერთაშორისო საგადასახადო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები არიან.

ვიდეო კონფერენციაში შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და ამავე დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.