2-06-2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი შენგელია ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ოპოზიცური პარტიის წევრს ანა წითლიძეს ურჩევს კორუფციული გარიგებების კვალი მათი ხელისუფლების დროს მომხდარ ბუნდოვან გარიგებებში მოიძიოს, რის გამოც დღეს ზუგდიდის ცენტრში 1 ლარად გასხვისებული 19 ჰექტარი მიწა უფუნქციოდ არის დარჩენილი.
„წითლიძის ბრალდება არის აბსურდული, ეს არის მათი მორიგი მცდელობა აქცენტი გადაიტანონ აბსტრაქტულ და არარსებულ ბრალდებებზე და ამით რაღაც პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ, მაგრამ მოსახლეობა უკვე მათგან მიჩვეულია მსგავს საქციელს და არავინ წამოეგება მათ ოინებს.
როცა ანი წითლიძე საუბრობს კორუფციულ გარიგებებზე, პირველ რიგში კორუფციული გარიგეგები მოძებნონ იქ, როდესაც 19 ჰექტარი მიწა, ქალაქის ცენტრში, საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1 ლარად ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გადასცეს ბენდუქიძესთან დაკავშირებულ კომპანიებს, ამის შედეგად დღესაც ტყე გვაქვს ქალაქის ცენტრში - ამ ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა არ აქვს რაიმე ინვესტიცია განახორციელოს, გამომდინარე იქიდან, რომ კერძო მესაკუთრის არის აღნიშნული ტერიტორია. გარდა ამისა, დადიანების ეზოში გაყიდეს და გაასხვისეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორია. ეს ხალხი დღეს ჩვენ გვადანაშაულებს კორუფციულ გარიგებაში და გვადანაშაულებს იმაში, რომ თითქოს 7 მილიონ 200 ათას ლარად გაყიდულ მიწაში სარგებელი და კორუფციული ნიშნები შეინიშნება“ - აცხადებს გიორგი შენგელია.
გიორგი შენგელია m2-თან დაკავშირებით გამოთქმულ ცრუ ბრალდებებზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ პროცესი გამჭირვალედ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობითა და საჯარო განხილვებით მიმდინარეობდა, რომელში მონაწილეობას ოპოზიციაც იღებდა: „აღნიშნული კომპანია თავიდან იყო შემოსული წინადადებით, რომ საინვესტიციო ვალდებულებით სიმბოლურ ფასად მომხდარიყო მათთვის ამ მიწის ნაკვეთის გადაცემა, სადაც ისინი განახორციელებდნენ 8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას და ყინულის მოედანს საკუთარი სახსრებით დემონტაჟს მოახდენდნენ და გადაიტანდნენ ახალ ლოკაციაზე, რაშიც მას უნდა დაეხარჯა 3 მილიონი ლარი. მუნიციპალიტეტის მერიამ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მოქალაქეებთან, კერძო სექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართა, აღნიშნულ პროცესში ოპოზიციაც იყო ჩართული და ჩვენ საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არა საინვესტიციო ვადლებულებით და სიმბოლურ ფასად გადაგვეცა, არამედ შეფასებით გასულიყო აუცქიონზე.
მერიამ ამ ქონების ვალდებულებით რეალიცაზიციაში 7 200 000 ლარზე მეტი მიიღო. ამასთან, კომპანია m2 დაეკისრა 8 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ინვესტიციის განხორციელება ნებართვის მიღებიდან 30 თვის განმავლობაში, ხოლო მერიის ვალდებულება ყინულის სახლის დემონტაჟი, ამაში მუნიციპალიტეტი ხარჯავს 300 000 ლარს. ამ ქმედებით ჩვენ გაცილებით მეტი ეფექტი მივიღეთ მუნიციპალიტეტისთვის, ვიდრე მივიღებდით იმ შემთხვევაში, რომ პირველი გზით წავსულიყავით.
რაც შეეხება იმას, რომ თითქოს m2 აპირებს მიწის გაყიდვას, ეს არის აბსურდული ბრალდება, იმიტომ რომ ხელშეკრულებით აღწერილია ეს ვადლებულებები, m2 ვერ გაყიდის ამ მიწის ნაკვეთს, მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გარეშე. ასე, რომ მსგავსი განცხადებით კომპანიას ჩვენთვის არ მოუმართავს. რაც შეეხება ვალდებულების შეუსრულებლობას, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ განახორცილეებს ინვესტიციებს, გადახდილი თანხა, რომელიც მუნიციპალიტეტს უკვე მიღებული აქვს და მიწის ნაკვეთიც დარჩება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. თანხა უკვე ჩარიცხულია მუნიციპალიტეტის ანგარიშზე, ასევე შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, აღნიშნული დოკუმენტი გატანილი იყო საკრებულოზე და დამტკიცებულია. ველოდებით რომ ხელშეკრულება გაფორმდეს დემონტაჟის გამკეთებელ კომპანიასთან, რომელიც უკვე ტენდერის გზით შერჩეულია, ამის შემდგომ, როგორც კი მოხდება ობიექტის დემონტაჯი, კომპანია შემოვა მშენებლობის ნებართვით ოფიციალურად, მერიის მხრიდან როგორც კი გაიცემა ეს ნებართვა, ჩაირთვება ის ვადა 30 თვიანი, რომელიც ექნება კომპანიას ინვესტიციების განსახორციელებლად.
ვალდებულებები ხელშეკრულებაში ცალსახად არის გაწერილი, როგორც გითხარით კოლეჯის აშენებაზე საუბარი იყო, მაშინ როცა კომპანია ითხოვდა აღნიშნულ მიწას სიმბოლურ ფასად, როცა წავედით ქონების შეფასებით და აუქციონით ამ ქონების რეალიზაციით გზით, აღნიშნული კომპონენტი გავიდა შეთანხმების ნაწილიდან და ჩამოყალიბდა ცალკე მიმართულებად“ - აღნიშნა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ მედიასთან საუბარში.