გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ამირან გამყრელიძე გუდაურის საკარანტინო სივრცეში ანალიზების არევას გამორიცხავს

3-06-2020

გავრცელებულ ინფორმაციას რომ გუდაურის საკარანტინო სივრცეში ანალიზების არევის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში კორონავირუსით ინფიცირებული კაცი აღმოჩნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრში არ ადასტურებენ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. გამყრელიძე ვარაუდობს, რომ პაციენტი სრულიად ჯანმრთელია, რასაც, მისი თქმით, მოლეკულური ტესტის საბოლოო პასუხი დაადასტურებს.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კაცი რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა და კარანტინის გავლის შემდეგ სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. სპეციალისტებმა შეცდომა ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს და 44 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. მან სახლში ორი დღე გაატარა, რის გამოც მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ქვეყანაში კორონავირუსი სულ 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა. .

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge