გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარის დელეგაცია პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში ქვემო სილეზიის მარშალს შეხვდა

23-02-2018

პოლონეთში ვიზიტით მყოფ აჭარის დელეგაციამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, ქვემო სილეზიის მარშალთან ცეზარ ფშიბილსკისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს. აღინიშნა, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიული ევროპელი პარტნიორის არსებობა, როგორიცაა პოლონეთის რესპუბლიკა. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე.

აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მუდმივად იმართება მაღალი რანგის ოფიციალური ვიზიტები როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე. ასევე დინამიურად ვითარდება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზგასმით აღინიშნა რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ჯანდაცვის სფეროებს.

,,ქვემო სილეზიის მარშალთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური, ასევე კულტურული მიმართულებით. პირველ რიგში ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ეკონომიკურ და ტურიზმის კუთხით ურთიერთობებზე. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის არსებობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. ასევე, აქტიურია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა. მისასალმებელია, რომ აპრილის თვიდან დაინიშნება პირდაპირი რეისები ქუთაისიდან ვროცლავსა და კატოვიცეში, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტებისა და ვიზიტორების მოცულობას ორივე ქვეყანაში. ქვემო სილეზიის მარშალთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. დაისახა თანამშრომლობის საინტერესო გეგმები,“-განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას მიესალმა ქვემო სილეზიის მარშალიც. როგორც ცეზარ ფშიბილსკიმ აღნიშნა, უნდა გააქტიურდეს თანამშრომლობა როგორც ტურიზმისა და კულტურის მიმართულებით, ასევე ბიზნესისა და ეკონომიკის კუთხით.

ქვემო სილეზიის მარშალთან შეხვედრას პოლონეთის მხრიდან, ქვედა სილეზიის ხაზინადარი ელზბიეტა ბერეზოვსკა, ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი-იაროსლაო მაროშეკი, რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე-ვოიჩექ ბილინსკი და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი-კაროლ პშივარა ესწრებოდნენ.