გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარისთვის ყველაფერს საუკეთესოს ვაკეთებთ

3-06-2020

"ჯარისკაცებზე ზრუნვა ფართომასშტაბიან კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება", - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ჯარისკაცზე ზრუნვა მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მისი განცხადებით, მაქსიმალური ყურადღება საჭიროა რეალური ქმედებით და არა ლამაზი საუბრით.

„ჯარისკაცს, ჯარს აინტერესებს რეალური ქმედება, ის, თუ რას გააკეთებს მინისტრი. პირველი, რაც მე დავისახე და სულ რაღაც ერთ თვეში ჩემი ხედვა ჩამომიყალიბდა, გავაცანი ჯარს და თავდაცვის ძალებს. პირველი, ეს იყო სოციალური მიმართულება - დავიწყეთ ხელფასების მატებით, ძალიან კარგი სადაზღვევო პაკეტი გავუკეთეთ ჯარს, რომელიც იყო პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ჯარისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, უწყებაში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება დაწყებულია და სამხედრო ბაზებზე ფართომასშტაბიანი, კომპლექსური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.

„მიზნად დავისახე, სრულად მიმეხედა ინფრასტრუქტურისთვის. 250 ობიექტის სრული გადაიარაღება ხდება. ყველა ყაზარმა წლის ბოლომდე იქნება დასრულებული. თამასა მაქსიმალურად ავწიე და ვუთხარი დავალება ჩვენს გუნდს, რომ ჯარისთვის ყველაფერს საუკეთესოს ვაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.