გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

უნდა ჰქონდეს კავკასიური გარეგნობა და შესაბამისი სტანდარტის ცხვირის მოყვანილობა! – რომან გოცირიძე პრემიერად საკუთარ თავს განიხილავს

3-06-2020

პრემიერობის კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

 

1. უნდა იყოს ეკონომისტი ან კარგად ერკვეოდეს ეკონომიკაში. სასურველია იყოს მოქმედი პროფესორი.

 

2. უნდა იყოს არანაკლებ ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი.

 

3. გარდა იმისა, რომ უნდა ერკვეოდეს ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში, უნდა ჰქონდეს ადგილბრივი თვითმმართველობის ორგანოში მუშაობის გამოცდილებაც, სასურველია იყოს თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი.

 

4. უნდა იყოს, სულ მცირე, ორი მოწვევის პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარე.

 

5. სანამ პრემიერი გახდებოდეს, უნდა ჰქონდეს ვიცე-პრემიერობის გამოცდილება.

 

6. უნდა ჰქონდეს სერიოზული ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელობის გამოცდილება, მაგალითად, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის.

 

7. აუცილებლად უნდა იყოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი.

 

8. უნდა ჰქონდეს მოწერილი ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ან ტოლფას დოკუმენტზე.

 

9. უნდა იყოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში.

 

10. უნდა ჰქონდეს დარტყმების ატანის უნარი, უნდა იყოს ბევრჯერ დაცემული და მერე კიდევ უფრო მოღონიერებულად აღმდგარი.

 

11. უნდა ჰქონდეს კავკასიური გარეგნობა და შესაბამისი სტანდარტის ცხვირის მოყვანილობა.

 

12. უნდა იცოდეს ფეხბურთის თამაში, იყოს ბარსელონას გულშემატკივარი, მაგრამ პატივს სცემდეს რეალისტებს.

 

როგორც გამონაკლისი, შეიძლება იყოს სხვა მონაცემების პერსონაც, ოღონდ უსიტყვოდ უნდა უჯერებდეს ზემოთჩამოთვლილი გამოცდილების მქონე ადამიანის რჩევებს.

 

აი, მაშინ გვეშველება! – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

პრაიმტაიმი