გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მედიააკადემიის პროგრამებით 120-ზე მეტმა ჟურნალისტმა აიმაღლა კვალიფიკაცია

3-06-2020

2019 წელს მედიააკადემიამ აქტიური საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო, შექმნა და გაავრცელა სასწავლო მასალები, რომელიც მედიის წარმომადგენლებს პროფესიულ განვითარებაში ეხმარება. თანამედროვე მედიის გამოწვევებთან გასამკლავებლად მედიასკოლამ გასულ წელს მედიის 120-ზე მეტ წარმომადგენელს აუმაღლა კვალიფიკაცია. ჩატარდა 11 სასწავლო კურსი მოქმედი ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მედია მენეჯერებისთვის.


მედიის წარმომადგენლებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს. მედიასკოლის სასწავლო პროცესის შედეგად, წამყვანი სატელევიზიო, რადიო და ონლაინ-მედიის წარმომადგენლები, თანამედროვე მედიაში არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს გაეცნენ.


სასწავლო პროცესთან ერთად, მედიასკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი საჯარო ლექციებია, რომლის ფარგლებშიც, ჟურნალისტებს შესაძლებლობა აქვთ გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან, სხვადასხვა სფეროს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან მიიღონ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები. 2019 წელს მედიასკოლამ ჟურნალისტებს მისცა შესაძლებლობა ევროპელი მედია ექსპერტებისგან ფრენკ უილიამსისა და ბრაიან უიტმორისგან გაეზიარებინათ გამოცდილება. ასევე, მედიააკადემიაში ჟურნალისტები შეხვდნენ დიპლომატს ზურაბ აბაშიძესა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს.


მედიააკადემიის ძირითად სამიზნე აუდიტორიას, საზოგადოებასთან ერთად, ჟურნალისტები, პროდიუსერები და მედია მენეჯერები წარმოადგენენ. გამომდინარე იქიდან, რომ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, მომხმარებლის ქცევა იცვლება და საზოგადოება კლასიკური მედია პროდუქტების მოხმარებიდან, მულტიმედიური პროდუქტების მოხმარებაზე გადადის, აუცილებელია მედიამ ამ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხოს. სწორედ თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებაში და კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება მედიააკადემია ქართულ მედიას.