გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დიდი რბოლა კოვიდ–19–ის 100 ვაქცინის შექმნაზე – რამდენი კომპანიაა ამ საქმეში ჩართული და როდის დაიწყება აცრები საქართველოში

3-06-2020

ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე 100-ზე მეტი კომპანია მუშაობს და მისი გამოცდა ადამიანების ჯგუფზე უკვე მიდის. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა იმაზე უფრო ადრე შეიქმნება, ვიდრე მოსალოდნელია. მედიკოსების შეფასებით, ვაქცინის შექმნა ახალი ვირუსის მაღალი ლეტალობის გამო მიდის დაჩქარებული ტემპით და სანამ კორონავირუსის ვაქცინის ეფექტურობა და უკუჩვენებები არ იქნება ცნობილი, საქართველომ მისი გამოყენება არ უნდა იჩქაროს.

„ვაქცინის თაობაზე პროცესი კარგად მიდის. მოსალოდნელზე უფრო სწრაფად. წინ კარგი ამბებია (მრავალმხრივ)," - წერს აშშ-ს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ვაქცინას თან ახლავს უკუჩვენებები და რეალურად დღეს საქართველოს მისი გამოყენების აუცილებლობა არ აქვს, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება.

„შეიძლება ტექნოლოგიურად სწრაფად შეიქმნას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უცებ გამოცდიან ადამიანზე. არსებობს ადამიანების სპეციალური ჯგუფები, რომლებიც თავის თავზე ცდიან ამ ვაქცინაზე.

„შეუმოწმებელი და განსაკუთრებული უკუჩვენებები ვაქცინას არ ექნება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი ვაქცინა შეიცავს რისკს - დაწყებული ალერგიული რეაქციებით, ახასიათებს უკუჩვენებები. თუმცა, იმდენად მასობრივი სახე მიიღო კორონავირუსისგან გამოწვეულმა ლეტალობამ, სხვა გზა კაცობრიობას არ დარჩა.

„ჩვენთან უფრო რისკ-ჯგუფებისთვის უნდა იყოს ვაქცინა და გათვალისწინებული იქნას ისიც, რომ არაფერი დაუზიანოს ისედაც დასუსტებულ ორგანიზმს. ჩვენთან წავიდა კლებისკენ და ისეთი დიდი პრობლემა, როგორიც სხვა ქვეყნებს აქვთ, ჩვენთან არაა.

„არის მედიკამენტები, რომელთაც ბევრი უკუჩვენება აქვთ, მაგრამ იმიტომ ვნიშნავთ, რომ საჭიროა. მისი პლიუსი უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე ის მინუსები, რომელიც შეიძლება განვითარდეს.

„სანამ ბოლომდე არ დადგინდება ვაქცინის უკურეაქცია და ეფექტურობა, არ მიმაჩნია სწორად, რომ საქართველოში გამოვიყენით," - თქვა ხმალაძემ „რეზონანსთან."

ცნობისათვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 800 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან 640 უკვე გამოჯანმრთელდა. მათ შორის 13 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2 424 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 304.